1912 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას შეატყობინა ბაღდადის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის სურვილი ფილიალის საზოგადოების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. ქუთაისის განყოფილებამ გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა სთხოვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი