1912 წლის 11 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე - გიორგი ყაზბეგი) ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრებად აირჩია შემდეგი პირები: მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, ვასილ გიორგის ძე წერეთელი, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი და პეტრე იოსების ძე ყიფიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი