საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22934

ფაქტი 22934

1921 წლის 22 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მსახიობ კოტე ყიფიანის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. პრეზიდიუმის განკარგულებით, განსვენებულის ნეშტი უნდა დაეკრძალათ პანთეონში, ასევე გადაედოთ თანხა ყვავილების შესაძენად. გამგეობამ დაადასტურა პრეზიდიუმის განკარგულება და გვირგვინის შესაძენად 50 000 მანეთი გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22934; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .