საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22935

ფაქტი 22935

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა „დედა ენის“ პირველი ნაწილის დაბეჭდვას. პრეზიდიუმის აზრით, 30000 ცალი უნდა დაბეჭდილიყო. გამგეობა დაეთანხმა პრეზიდუმს. ამასთან გადაწყდა, რევკომისათვის დედა ენის ორივე ნაწილის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ქაღალდი მოეთხოვათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22935; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .