საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22940

ფაქტი 22940

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება რწმუნებულთა საზოგადო კრების მიწვევის შესახებ. განჩინების თანახმად, თბილისის გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების წევრთა სიის მიწოდება. შემდეგ უნდა განესაზღვრათ განყოფილების რწმუნებულთა რიცხვი და გაემართათ საზოგადოების რწმუნებულთა მორიგი კრება. თევდორე კიკვაძის წინადადება კრების 20 ივნისისამდე გამართვის შესახებ არ მიიღეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22940; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .