ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ი. ოცხელმა, ს. ხუნდაძემ, ს. ყიფიანმა და ი. კვიცარიძემ გამგეობის დავალებით შეამოწმეს წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობა და დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინეს საზოგადოებას. ანგარიშს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იაზონ ბაქრაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი