1909 წლის 9 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე ატყობინებს თბილისის გამგეობას, რომ ქუთათურ ვაჭრებს სურთ, თბილისელ ვაჭართა მსგავსად, ერთი დღის მოგების გარკვეული ნაწილი გადასცენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებას და ამ საქმეში ითხოვენ გამოცდილების გაზიარებას, სახელდობრ: აინტერესებთ, როგორ ადგენენ თბილისელები დღიური მოგების რაოდენობას და რამდენ პროცენტს ურიცხავენ საზოგადოებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი