საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22946

ფაქტი 22946

1909 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი – თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საზოგადოებამ თავისი წესდების პირველი პარაგრაფის საფუძველზე დაადგინა ქუთაისის ფილიალის გახსნა, რომლის გამგეობაშიც შევლენ არჩეული წევრები: გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22946; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .