საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23023

ფაქტი 23023

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირთა განცხადება ჯამაგირის გაზრდის შესახებ და პრეზიდიუმის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გამგეობამ გაიზიარა პრეზიდიუმის მოსაზრება და დაადგინა მომსახურე პირთათვის ჯამაგირის ოთხჯერ გაზრდა (50 000-დან 200 000 მანეთამდე). იქამდე მიღებული პურის რაციონის ფული ჩათვალა დახმარებად, იმ დღიდან კი მომსახურეებისთვის ყოველთვიურად 1125 მანეთი უნდა მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23023; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .