1891 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ თავის სტამბასთან ფასიანი ბიბლიოთეკა გახსნა, რომელიც 1892 წლიდან უფასოდ ემსახურებოდა მკითხველებს. 1897 წელს კონსტანტინე თავართქილაძემ თავისი ბიბლიოთეკის მთელი ფონდი უსასყიდლოდ გადასცა ქალაქის მმართველობის მიერ ახალ გახსნილ სახალხო ბიბლიოთეკას.

წყარო: საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში (1921 წლამდე)
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა