1914 წლის 2 აპრილის წერილის თანახმად, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი, მდივანი - ი. ბაქრაძე) უვარგისობის გამო დაითხოვა ადგილობრივი სტამბის ადმინისტრატორი (ფაქტორი) გლავაცკი და ახლა ეძებს მის შემცვლელს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი