ფოთის პორტის უფროსმა, I რანგის კაპიტანმა, ბ. ჭავჭავაძემ, 1919 წლის 18 იანვარს გზათა მინისტრს ბათუმის სამხედრო ნავსადგურის იმ ქონების გადაცემის თაობაზე მიმართა, რომელიც მან ბათუმის ფლოტის უფროსობის დროს 33 ვაგონით გადაზიდა ქ. ფოთში. ეს ქონება ფოთში არ ჩაუტანიათ და ერთი თვის წინ თბილისში ჩავიდა გზათა სამინისტროს განკარგულებაში. გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი, გზათა მინისტრს მიმართავს, რომ, როგორც მისი რეზოლუციიდან ცხადია, ბათუმის ნავსადგურის ქონების გადაცემა ბ. ჭავჭავაძის განკარგულებაში მას უდროოდ მიაჩნია, ამ საკითხის შესახებ დასკვნას თვითონაც ვერ გააკეთებს, სანამ ფოთიდან არ დაბრუნდება კომისია ინჟინერ პისტრიაკოვის თავმჯდომარეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა რიონის ფლოტილიის მიღება და ნაოსნობის მოწყობა, ასევე ფოთის პორტის საჭიროების ადგილზე გაცნობა. ბ. ჭავჭავაძის აღძრულ თხოვნაზე დასაბუთებულ მოხსენებას ამის შემდეგ წარუდგენს. ხელს აწერს კანცელარიის გამგე როლკეც.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი