საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2314

ფაქტი 2314

1918 წლის 24 იანვარს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერი დადიანმა გზათა მინისტრს გაუგზავნა ა. ხოშტარიას რწმუნებულის თხოვნა გემების – „მიხეილისა“ და „დობროვოლსკის“– მათთვის მიყიდვის ან იჯარით მიცემის შესახებ და თვლიდა, რომ რადგან ნაოსნობის მოწყობა გზათა სამმართველოს ჰქონდა მინდობილი, გემების კერძო პირებზე გაყიდვა საზარალო იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2314; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .