საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2317

ფაქტი 2317

გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა (კანცელარიის გამგის მაგივრად ხელს აწერს ნალბანდიშვილი) 1919 წლის 28 იანვარს გზათა მინისტრს სთხოვა – ვინაიდან ფოთის ნავსადგურის გემების მიმღები და შავ ზღვაზე მომწყობი კომისიის წევრები გზატკეცილების სამმართველოს მოხელეებად არ ითვლებოდნენ და მათი მიღება სამსახურში მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა კომისია გემების მიღებას დაამთავრებდა და გაარკვევდა იმ საორგანიზაციო სამუშაოს, რაც ნაოსნობის მოგვარებამდე უნდა ჩატარებულიყო – განკარგულება გაეცა, კომისიის წევრებისა და მის მიერ დანიშნული რწმუნებულის, აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუასთვის მიეცათ დღიური ჯილდო 50 მან. – მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ კომისია იმუშავებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2317; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .