1919 წლის 4 თებერვალს სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი (კანცელარიის მმართველი როლკე), ყველა სახელმწიფო დაწესებულებას და თანამდებობის პირს სთხოვს, მოწმობის წარმდგენს, ინჟინერ ფლორიან სტანკევიჩს – ფოთის პორტის გემების მიმღები კომისიის წევრს და კაბოტაჟური ცურვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს – დახმარება აღმოუჩინონ ფოთში გამგზავრებასა და უკან დაბრუნებაში.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი