საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23329

ფაქტი 23329

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ორი სია წიგნების მეტ-ნაკლებობისა, რომელიც მაღაზიისა და საწყობის აღწერის დროს შეადგინეს და რომლის საფუძველზეც გამგეობამ მაღაზიისა და საწყობის რევიზია დაავალა შალვა მიქელაძეს, შიო დედაბრიშვილს, არჩილ ჯაჯანაშვილს და იპოლიტე ვართაგავას. ბუღალტერიის რევიზია დაევალათ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფილიპე მგელაძეს, ხოლო კანცელარიის რევიზია დაავალეს ლუარსაბ ბოცვაძეს და ალექსანდრე მდივანს. მათ რევიზია უნდა დაესრულებინათ იანვარში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23329; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .