ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ანგარიშის თანახმად, 1914 წლის 1-ლი იანვრისთვის ფილიალის ნამდვილ წევრთა შორის ირიცხებოდნენ: ალექსანდრე მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ლევანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ექვთიმეს ძე ლორთქიფანიძე, დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე, აბესალომ ლორთქიფანიძე, ტარასი დავითის ძე მამალაძე, ილია მანდარია, არიმონ მარჯანიშვილი, ვასილ ალექსანდრეს ძე მასხულია, მიხეილ მასხულია, ზაქარია კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, თამარ გიორგის ასული მაჭავარიანი, ვლადიმერ მაჭარაშვილი, ანნა მარჯანოვი, კორნელი ლუკას ძე მაღრაძე, ქეთევან მაჩაბელი, ელენე მახარაძე, ოლღა გრიგოლის ასული მგელაძე, ნინო მგელაძე, დავით მდივანი, ილია მესხი, ნესტორ ლევანის ძე მესხი, გიორგი მეიფარიანი, პროკლე ილიას ძე მილორავა, პავლე მეფისაშვილი, ელენე პეტრეს ასული მეფისაშვილი, სერაპიონ მიტროფანეს ძე მიქაძე, ტრიფონ გიორგის ძე მიქაბერიძე, ნოე დიმიტრის ძე მიქაძე, იოსებ მირაქოვი, პიმენ (პიპინია) კონსტანტინეს ძე მიქელაძე, ევგენია ალექსანდრეს ასული მიქელაძისა, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი და სოლომონ გიორგის ძე მიქელაძე. ყველას გადახდილი ჰქონდა 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი