შორეული ნაოსნობის შტურმანი კონსტანტინე გაბრიელის ჩუბინიშვილი 1918 წლის 31 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის გზათა მინისტრს სთხოვს, უკვე მეორედ – რადგან იმ დღეებში მინისტრის განკარგულებით ფოთში მიდის გამგე, რომელმაც უნდა აღწეროს და ჩაიბაროს საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი გემები – რომელიმე გემზე კაპიტნად დანიშნოს. თან ურთავს მოწმობებს, რომლებიც ამტკიცებს, სად, რომელ ადგილებში უმსახურია მას.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი