საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23422

ფაქტი 23422

1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ დაეფარათ ბანკის ვალი, რომელიც აიღეს ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესასყიდად. გამგეობამ დაადგინა, რომ ბანკის ვალს გადაიხდიდნენ იმ ფულით, რომელსაც ა. ფრიდონოვი გადასცემდა საზოგადოებას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი თანხიდან. თავდაპირველად გამგეობა მისგან 1913 წლის 1-ლ იანვარს მიიღებდა 12875.84 მანეთს და შემდეგ 1913 წლის პირველ ივლისს მიიღებდა იმავე ოდენობის თანხას. გამგეობამ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ალექსანდრე ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23422; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .