საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23491

ფაქტი 23491

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ თბილისის პირველ საკვირაო სკოლის საბჭოს განუზრახავს სკოლასთან ბიბლიოთეკის დაარსება და გამგეობას სთხოვენ წიგნებით დახმარებას. გამგეობამ მათ 2 თუმნის წიგნები გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23491; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .