საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23493

ფაქტი 23493

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს დაბა ოჩამჩირეში მცხოვრები ქართველების თხოვნა, რომ სურთ გახსნან საზოგადოების განყოფილება. მათ თხოვნაზე ხელი აქვს მოწერილი 40 ადამიანს და ასევე წარმოდგენილი აქვთ საწევრო თანხა 120 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა მათი თხოვა და დაადგინა, რომ გაეხსნათ საზოგადოების განყოფილება დაბა ოჩამჩირეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23493; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .