1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს მარტყოფის ბიბლიოთეკის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდა 2-3 თუმნით დახმარება. გამგეობამ მათ ფულით დახმარებაზე უარი განუცხადა და სთხოვა წარმოედგინათ იმ წიგნების სია, რომლებიც სჭირდებოდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი