საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23516

ფაქტი 23516

1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ სექტემბრის თვეში გერგეთის სკოლის პედაგოგებს საზოგადოებისთვის 2-ჯერ უთხოვიათ 82 მანეთის წიგნების გაგზავნა, თუმცა გამგეობას ეს საკითხი დროის სიმცირის გამო ვერ განუხილავს, ამიტომ კანცელარიას გერგეთის სკოლისთვის გაუგზავნია შედარებით ნაკლები თანხის წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23516; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .