საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2358

ფაქტი 2358

ი. მ. შტრანგისა და ა. მ. ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი რაფიელ მოისეის ძე შტრანგი (სამხედრო სამინისტროს კონტრაგენტი ფქვილით მომარაგების და მთავრობის ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის გაცვლაში) 1919 წლის 17 იანვარს გზათა მინისტრს ტვირთის გადასაზიდად სატრანსპორტო საშუალებებს სთხოვდა. კერძო გემების დაქირავება წამგებიანი იყო როგორც კავკასია-შავი ზღვის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოებისთვის, ასევე ხაზინისთვის, რადგან ზრდიდა ზედნადებ ხარჯებს, რაც საქონლის ღირებულებას აძვირებდა და შავ ზღვაზე რეგულარული მიმოსვლის არარსებობის გამო პურის შემოტანას აფერხებდა .


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2358; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .