1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ კლდეეთის სკოლის მასწავლებლის ილია ჭავკოტაძის განცხადება, რომ მას შეუდგენია 10 ცხრილი რომელიც, მისი აზრით გაადვილებდა კითხვის პროცესის შეთვისებას და თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა თავისი ხარჯებით დაებეჭდა ეს ცხრილები, ის ერთ კომპლექტზე მხოლოდ 25 მანეთს ითხოვდა, თუ არადა ეს ცხრილები 10 სექტემბრამდე უკან უნდა გაეგზავნათ ავტორისათვის. გამგეობამ სერგი გორგაძისა და ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენების საფუძველზე ი. ჭავკოტაძეს ცხრილების დაბეჭდვაზე უარი განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი