1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალექსანდრე ყიფშიძემ, რომ გადაეცათ საჭირო თანხა სამუზეუმო მამულის ნასყიდობის შესასრულებლად. ა. ყიფშიძის მოხსენებას თან ახლდა ცნობა, რომ ცისკარიშვილს უკვე მიღებული ჰქონდა თანხის ნაწილი – 4180 მანეთი. გამგეობამ განაცხადა, რომ ნაღდ ფულს, რომელსაც მიიღებდნენ ბილეთების განაღდების შემდეგ გადასცემდნენ ა. ყიფშიძეს, ხოლო ბილეთების განაღდება დაევალათ გიორგი ყაზბეგსა და შიო დედაბრიშვილს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი