1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ანგარიშში საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგმა იოსებ ოცხელმა და მდივანმა იასონ ბაქრაძემ აღნიშნეს, რომ გამგეობის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნა იყო დასახელებული. კერძოდ, ფილიალის მზრუნველობითი სამკითხველოები უნდა გახსნილიყო ქუთაისში (არქიელის გორაზე), სიმონეთში, კურსებში, ხრესილში, სვირსა და სუფსაში (მთავარი გამგეობის მიერ დაარსებული ქვიტირისა და მუხიანის სამკითხველოები მოგვიანებით ქუთაისის განყოფილებას გადააბარეს).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი