საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23757

ფაქტი 23757

1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავიანთი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა – ალექსანდრე სხირტლაძეს, ნინო უსტიაშვილს, ალექსი უსტიაშვილსა და იოსებ თოხაძეს ინგლისში სურდათ სწავლის გაგრძელება, ალექსი უჩინაიშვილს, გიორგი შენგელიასა და მიხა ლომთაძეს – იტალიაში, იასონ ჩაბაშვილს, ლეო შენგელიას და დავით წერეთელს – შვეიცარიაში, პეტრე ცხაკაიას, ანა ცხაკაიას, რაფინ ხითაროვსა და გიორგი ხითაროვს – საფრანგეთში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23757; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .