საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2380

ფაქტი 2380

1919 წლის 18 იანვარს ფოთის პორტიდან სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების უფრომა გზათა სამინისტროს მისწერა, რომ პორტის უფროსის, I რანგის კაპიტან ჭავჭავაძის მოხსენების თანახმად, ამიერკავკასიის ფლოტის სარდლის მიერ ფოთში ევაკუირებული 33 ვაგონი ფოთის გვერდის ავლით ერთი თვის წინ თბილისში ჩავიდა მომარაგების კომიტეტის, შემდეგ კი გზათა სამინისტროს განკარგულებაში. ფოთის პორტი სამინისტროს სოთხოვს, აღნიშნული მასალების უკიდურესი საჭიროების გამო ისინი დაუყოვნებლივ უკან დააბრუნონ. წერილს ხელს აწერენ მიჩმანი ბ.ჭავჭავაძეც და საქმეთა მწარმოებელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2380; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .