საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23827

ფაქტი 23827

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის მარტში გამგეობისთვის მიუმართავს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორს ხელთუბანში სკოლის შენობის გადაცემის თაობაზე, რაზედაც გამგეობას განუცხადებია, რომ მხოლოდ საზოგადო კრების თანახმად იყო შესაძლებელი ქონების გაცემა. საზოგადო კრების ჩატარების შემდეგ თავად მისულა კანცელარიაში და უკითხავს თავისი თხოვნის პასუხი, რაზედაც უთქვამთ, რომ ქონების გაცემის უფლება საზოგადოებას არ ჰქონდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23827; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .