საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23850

ფაქტი 23850

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა საბურთალოზე მცხოვრებმა პირებმა, რომ სურდათ სკოლის გახსნა, რომლის სახელი და ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო საზოგადოებისა, ხოლო დანარჩენს თავად უზრუნველყოფდნენ. გამგეობამ დაადგინა, რომ გახსნილიყო სკოლა საბურთალოზე და ასევე სკოლის ზრუნვის ვალდებულება აეღოთ იქ მცხოვრებლებს. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23850; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .