საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23855

ფაქტი 23855

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა ჩასულიყო სენაკში და ადგილზე გაერკვია სკოლის შესახებ ინფორმაცია. დ. კარიჭაშვილმა 1-ელ დეკემბერს წარუდგინა გამგეობას მოხსენება სკოლის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობა დაეთანხმა მას, რომ სკოლა დროებით მოეთავსებინათ დაქირავებულ სახლში, ხოლო სკოლისთვის საჭირო ხარჯები გადაეხადათ იმ ფულიდან, რომელიც დამზღვევ საზოგადოებისგან მიიღო სენაკის სკოლის სამზრუნველომ, დანარჩენი 3000 მანეთი კი შეენახათ საკრედიტო დაწესებულებაში, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდნენ სკოლის საქმეს. გამგეობამ ასევე დაადგინა, რომ სკოლის მომავალი მდგომარეობის შესახებ მიწერ-მოწერა გაემართათ ბანკთან და თავადაზნაურობასთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23855; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .