საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23856

ფაქტი 23856

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ძველი სენაკის საოჯახო კომიტეტმა, რომ სენაკის სკოლა გადაეცათ ქუთაისის სათავადაზნაუროსათვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისის თავადაზნაურობისათვის და საადგილ-მამულო ბანკისთვის მიეწერათ სენაკის სკოლის ვითარება და ეთხოვათ შეეტყობინებინათ გამგეობისთვის თუ რას მოიმოქმედებდნენ სენაკის სკოლის მატერიალურად უზრუნველყოფისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23856; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .