საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23880

ფაქტი 23880

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ყვირილაში მცხოვრები წიგნებით მოვაჭრე პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის თხოვნა 300 მანეთის კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ დაადგინა, რომ ეთხოვათ ყვირილის განყოფილებისათვის გამგეობისთვის წარმოედგინა მოხსენება პ. კიკნაველიძის თხოვნის შესახებ, რომლითაც შეატყობინებდა გამგეობას სასურველად სცნობდა თუ არა პ. კიკნაველიძისთვის, როგორც კერძო პირისთვის, გაეხსნათ 300 მანეთის კრედიტი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23880; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .