საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23893

ფაქტი 23893

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში ორი მასწავლებლის მუშაობის დროს სწავლის პროცესი სადილობამდე და ნასადილევსაც მიმდინარეობდა. ნასადილევის გაკვეთილებზე ხდებოდა მეორე დღისთვის გაკვეთილების მომზადება და იმ ინფორმაციის გამეორება-შეჯამება, რომელსაც დღის პირველ ნახევარში იღებდნენ მოსწავლეები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23893; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .