საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2401

ფაქტი 2401

1918 წლის 8 იანვარს გზათა სამინისტროს კომისარმა მელიქ ასლანოვმა რკინიგზის უფროსს მიმართა, რომ ამიერკავკასიაში შექმნილი დიდი ფინანსური სიძნელეების გამო მოსამსახურეების ხელფასების დროულად გასაცემად ცენტრალური კომიტეტის მოსამსახურეებთან ერთად კონკრეტული ზომების მიღება იყო საჭირო. გზების სალაროში თანხის შესვლის მიზნით თავდაპირველად მატარებლით უფასოდ მგზავრობას დაუპირისპირდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას შორაპნისა და ყვირილას რკინიგზის სადგურის კომიტეტი მოითხოვდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2401; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .