ჯულფა-ბაქოს რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების უფროსმა, ინჟინერმა ტრესკინსკიმ დეპეშა გაუგზავნა მუსლიმურ ნაციონალურ საბჭოს (ასლები გაეგზავნათ ქალაქის თვითმართველობას, სბორშჩიკოვს, დლუსკის, მატვეევსა და მიშკინს) რომელშიც ნათქვამია, რომ, რკინიგზის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მონაკვეთების მოსამსახურეებმა, რომლებიც მუშაობენ გზის მშენებლობაზე, მათთვის მძიმე დროს თავშესაფარი მუსლიმურ გარემოში, ძირითადად, ორდუბატში, იპოვეს. მუსლიმური სტუმართმოყვარეობის ტრადიციის გამო ვარაუდობს, რომ როგორც თვითონ მოსამსახურეები, ასევე მათი ქონება მათი სახით საიმედო დაცვასა და მფარველს იპოვის. ასევე იმედი აქვს, რომ ყველა ზომას მიიღებენ გზის ქონების დასაცავად, რომელიც სახალხო საკუთრებაა და აუცილებელია მშენებლობის გასაგრძელებლად. სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ასაფეთქებელ ნივთიერებათა შენახვასა და გატანას, და უპასუხოდ არ დატოვონ.

წყარო: ჯულფა-ბაქოს სამხედრო რკინიგზის სალიკვიდაციო კომისიის სხდომათა ოქმები, მოხსენება და მიმოწერა ზემოხსენებული რკინიგზის მშენებლობის საქმეთა ლიკვიდაციის საკითხის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი