საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2435

ფაქტი 2435

ჯულფა-ბაქოს სამხედრო რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთა დროებითმა ცენტრ. აღმასრულებელმა კომიტეტმა 1918 წლის 8 იანვარს წერილი გაუგზავნა სამხედრო მინისტრის საქმეთა კომისარს და სთხოვა, სასწრაფოდ ეპასუხათ, სამხედრო უწყება აძლევდა თუ არა სანქციას ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას უბედური შემთხვევების და გაძარცვული მოსამსახურეებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად დახმარების გაცემის შესახებ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოსამსახურეები იძულებულები გახდებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ სამსახური. ამ საკითხის გადაწყვეტის დაყოვნების შემთხვევაში კი მოსალოდნელია გართულებები. კომიტეტი აფრთხილებს, რომ თუ მის ხმას არ გაიგონებენ, პასუხისმგებლობას იხსნის. წერილს ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე ეკოევი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2435; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .