ჯულფის მატერიალური საწყობის მეარტელეებმა, საწყობის გამგეებმა – ფ. გალნიუშკინმა, ა. პოლიასნიკოვმა, პ. დავიდენკომ და ა. აგასანდიანცმა 1918 წლის 12 იანვარს პატაკი (N79) ჩააბარეს ჯულფა-ბაქოს სამხედრო გზის სამუშაოების უფროსს, ინჟინერ ტრესკინსკის (ასლი გაუგზავნეს არტელის რწმუნებულ გ. პლუჟნიკოვს), რომელშიც ნათქვამია, რომ ჯულფის საწყობში შევიდა მუსულიმანური ჯარი, რომელმაც დაიკავა სურსათის განყოფილება, გააქვთ ხე-ტყის მასალა, კოპტონი და ა. შ. ასეთ გარემოებათა გამო მეარტელეები მთელ პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.

წყარო: ჯულფა-ბაქოს სამხედრო რკინიგზის სალიკვიდაციო კომისიის სხდომათა ოქმები, მოხსენება და მიმოწერა ზემოხსენებული რკინიგზის მშენებლობის საქმეთა ლიკვიდაციის საკითხის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი