1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს 14 დეკემბრის კრების ოქმი და მცირე შესწორების შეტანის შემდეგ დაამტკიცეს. ოქმს ხელს აწერდნენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი