საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24496

ფაქტი 24496

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის არჩევის საკითხი. წესდების თანახმად, გამგეობას უნდა აერჩია თავმჯდომარე, მისი ამხანაგი, მდივანი და ხაზინადარი. თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დ. კარიჭაშვილი, მის ამხანაგად ი. გომართელი, მდივნად ვ. ბურჯანაძე. ხაზინადრის არჩევა გადაიდო, დროებით ხაზინადრის მოვალეობა დაეკისრა ვ. ბურჯანაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24496; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .