ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებული ჰაიდარ ბამატის ინტერვიუდან ვიგებთ, რომ საფრანგეთის პარლამენტში სტეფან პიშონის გამოსვლის პასუხად, ადგილობრივ პრესაში დიდი ყურადღება დაეთმო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ არასწორად გაშუქებულ საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს.

წყარო: „ვოლნი გორეცი" („ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ"– „თავისუფალი მთიელი'), №6, 1919 წლის 20 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი