1911 წლის 29 დეკემბერს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მენარდე ლუჩიანო დე ბლასი ითხოვდა ანაზღაურების დარჩენილ ნაწილს – 2000 მანეთს. მამრაძის აზრით, ჯობდა მისთვის 1 000 მანეთი მაშინვე და 1 000-იც სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გადაეხადათ. გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა მამრაძის წინადადება მოიწონა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ | 1908-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი