1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ცხინვალიდან ჩაწერილები იყვნენ მაქსიმე მიხეილის ძე ელიოზიშვილი, ივანე სტეფანეს ძე ცერაძე, აპოლონ ალექსანდრეს ძე მაჩაბელი, ივანე ზაქარიას ძე გაბაშვილი, დიმიტრი დავითის ძე ალშიბაია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი