1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც იყვნენ ილია ქარუმის ძე დედანაშვილი, ივლიტა ალექსის ასული კოკელიძისა, ბარბარე საბას ასული ლალიაშვილისა, ვახტანგ ბარათაშვილი და გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი