საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24934

ფაქტი 24934

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ ის არ ეთანხმებოდა 25 იანვრის სხდომაზე გამგეობის მიერ გამოტანილ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, გამგეობის წევრ ნინო ნაკაშიძეს, იმ შემთხვევაში თუ ის არ დააბრუნებდა სესხად წაღებულ 18 ფუთ ქაღალდს, ფუთში 15000 მანეთი უნდა გადაეხადა. კიკვაძის თქმით, ქაღალდი, რომელიც გამგეობამ ნაკაშიძეს ასესხა ბაზარზე ფუთი 35000 მანეთად ფასობდა. 18 ფუთში გამგეობას 530000 მანეთი უნდა აეღო, ხოლო დადგენილებით განსაზღვრული ფასის მიხედვით 270000 მან. რის გამოც, ზარალი 360000 მანეთს შეადგენდა. 11 იანვრის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქაღალდის შეძენა ფუთი 20000 მანეთად. ის ქაღალდი პატარა ფორმატის იყო და მხოლოდ ბროშიურებისთვის გამოდგებოდა. მიუხედავად ამისა, მეპატრონემ 24000 მანეთზე ნაკლებად არ დათმო. ნაკაშიძემ ქაღალდი ისესხა და ვალდებული იყო დაებრუნებინა ისეთივე ხარისხის ქაღალდი ან გადაეხადა იმდენი, რომ საზოგადოებას თვითონ შეეძინა ეს ქაღალდი. კიკვაძის აზრით, გამგეობას არც ზნეობრივი და არც იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შინაურულად საქმის მოგვარებით ამოდენა ზარალი მიეყენებინა საზოგადოებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24934; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .