საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24959

ფაქტი 24959

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობის 1915 წლის შემადგენლობის სია. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, მისი მოადგილე – იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, მდივანი და ხაზინადარი – არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი, წევრები – იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24959; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .