საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24990

ფაქტი 24990

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები – იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24990; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .