1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მოსე გიორგის ძე კულულაშვილი, ელენე ივანეს ასული ჭავჭავაძისა, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, მიხეილ გიორგის ძე ხომიზურაშვილი, ილია გრიგოლის ძე ნერსესაშვილი, ილია ზაქარიას ძე იაგორაშვილი, მიხეილ გრიგოლის ძე თამაზაშვილი, ლევან ლაზარეს ძე ხოსროშვილი და ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი