საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25005

ფაქტი 25005

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი, დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25005; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .